2 საათია აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხომა მიმდინარეობს. შეკრებას, თავმჯდომარის გარდა, ქართული ოცნების არც ერთი დეპუტატი არ ესწრება.
ჯერჯერობით დეპუტატები კომისიებში კვოტების გადანაწილებაზე მსჯელობენ.
ეს საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც რამდენიმე კვირის წინ უმაღლეს საბჭოში ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა დაკარდა.
დღესვე დეპუტატებმა უნდა იმსჯელონ მთავარ საკითხზე, ვინ დაიკავებს ვიცე-სპიკერის თანამდებობას. ამ პოსტზე 2 კანდიდატურაა რეგისტრირებული, ქართული ოცნების ყოფილი წევრები - ჯემალ ფუტკარაძე და მედეა ვასაძე.