16 იანვარი 2026,   04:50
ვრცლად
მოსკოვი სოხუმს ერთობლივი არმიის შექმნას სთავაზობს

აფხაზეთსა და მოსკოვს შორის ახალი სამხედრო შეთანხმებაზე ასოცირების ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება. ახალი შეთანხმების შესახებ  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის. რაულ ხაჯიმბას, განცხადებიდან გახდა ცნობილი.

„აფხაზებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,  გავაძლიეროთ და გავამაგროთ რუსეთთან სახედრო კავშირი. ამისკენ არის  მიმართული მოსკოვთან ახალი ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი წლის ბოლომდე მოეწერება. ეს დოკუმენტი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი არმიის მასშტაბური რეორგანიზაცია მოვახდინოთ და ჯარის მატერიალურ ტექნიკური ბაზა ახალ საფეხურზე ავიყვანოთ,“ - აცხადებს რაულ ხაჯიმბა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში რუსეთთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი შევიდა, რომელიც მოსკოვშია მომზადებული. დოკუმენტის ძირითადი ნაწილი სამხედრო სფეროში რუსეთისა და აფხაზეთის მჭიდრო თანამშრომლობას ეთმობა და ერთობლივი შეიარაღებული ძალების შექმნასაც არ გამორიცხავს. კერძოდ, საუბარია გაერთიანებული საჯარისო ქვედანაყოფის ფორმირებაზე, რომელსაც მთლიანად რუსეთის გენერალიტეტი უხელმძღვანელებს. დოკუმენტს, სავარაუდოდ, მხარეები ხელს წლის ბოლომდე მოაწერენ.

დღის ამბები