საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 20 მარტს გამოვა. ამის შესახებ განცხადება საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.
ფხალაძის ინფორმაციით, პრეზიდენტი გამოსვლის დროს ყურადღებას გაამახვილებს ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის საგარეო ურთიერთობების კუთხით არსებულ ვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.