10 იანვარი 2026,   02:31
ვრცლად
"ეს არის გამიზნული პროვოკაცია," - ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელოს ინციდენტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გუშინ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისთვის სამეგრელოში განვითარებული მოვლენები მიუღებელია. 

"ეს არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება - დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია და პროვოკაციულია ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ცდილობს საბოლოოდ დაძლიოს და თანდათან გამოვიდეს იმ მძიმე წარსულიდან, რომელმაც თავისი კვალი დაატყო თითოეულ ჩვენგანს," - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის გაცნხადებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის facebook-ის გვერდზეა გამოქვეყნებული. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები