10 იანვარი 2026,   02:02
ვრცლად
დავით უსუფაშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილების მომხრეა.

დავით უსუფაშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილების მომხრეა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. როგორც "კურიერის" ჟურნალისტი თბილისის საკანონმდებლო ორგანოდან აცხადებს, მიღწეულია შეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარესა და ინტერპარტიული ჯგუფის წევრებს შორის. 

არსებული ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელშიც საუბარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე. 

მემორანდუმი, რომელსაც დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა, საარჩევნო სისტემის შეცვლას ითვალისწინებს. ერთ-ერთ მთავარ მუხლად დოკუმენტში მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაა ჩაწერილი. 

 

დღის ამბები