15 იანვარი 2026,   02:58
ვრცლად
პუტინი და თიბილოვი ხელშეკრულების ხელმოსაწერად ემზადებიან - პირველი ფოტოები შეხვედრიდან

ვლადიმერ პუტინისა და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა კრემლში საათისა და 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

შეხვედრაზე პირველი განცხადება თიბილოვმა გააკეთა და რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რასაც თიბილოვის თქმით, პუტინი ოსი ხალხისთვის აკეთებს.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს რუსეთისთვის ყირიმის მიერთების დღეა და ეს სადღესასწაულო თარიღია ქვეყნისთვის.

შეხვედრის მსვლელობისას ჟურნალისტებთან გამოვიდა პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი. „რუსთავი 2-მა“ მას კითხვა დაუსვა, რამდენად ლეგიტიმურია სამოკავშირეო ხელშეკრულება და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება შეახსენა.

დიმიტრი პესკოვმა "კურიერის" კორესპონდენტს უპასუხა, რომ პუტინის მიერ ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი ლეგიტიმურია.

შეგახსენებთ, რომ სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერა საქმიანი სადილის შემდეგ იგეგმება, რომელიც კრემლში ცოტა ხანში გაიმართება.  

დღის ამბები