12 იანვარი 2026,   17:46
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერ-მინისტრს "საარჩევნო კოდექსის" ცვლილების განხილვაში ჩართვას ურჩევს

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს, ხელისუფლებას და ფრაქცია ქართული ოცნების წევრებს "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებების განხილვაში ჩართვას ურჩევენ.

მამუკა კაციტაძემ და გიორგი ახვლედიანმა დღეს იმ მემორანდუმზე ილაპარაკეს, რომელსაც გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემაც მოაწერა ხელი.

მათი თქმით, "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე არსებობს უმცირესობის, ასევე უმრავლესობის გარკვეული ფრაქციების მხარდაჭერა.

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმების მისაღებად კი ისინი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უმრავლესობის სხვა წევრებს იწვევენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები