რამდენიმე ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მთაწმინდის გამგებლის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა გელა არჩვაძე არაკომპეტენტური თანამშრომლების მფარველობასა და ნეპოტიზმში დაადანაშაულეს.
მათი ინფორმაციით, მთაწმინდის გამგეობაში მუშაობას აგრძელებენ ატესტაციის პროცესში ჩაჭრილი თანამშრომლები, მათ შორის კი არიან გამგებლის მოადგილეები და რამდენიმე განყოფილების ხელმძღვანელი პირები.
აქციის მონაწილეთა ამ ბრალდებებზე მთაწმინდის გამგეობაში განმარტებები არ გაკეთებულა.