საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ვაჭრობის შედეგად კი საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2225 შეადგინა.
დღესვე ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებით ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა - 2.2230, რაც გუშინდელს 0.0225-ით აღებამეტება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთი ამერიკული დოლარის შეძენა 2.20 ლარად იყო შესაძლებელი.