09 იანვარი 2026,   11:29
ვრცლად
ნინო გვენეტაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დამტკიცებას უმრავლესობა ისტორიულს უწოდებს

ნინო გვენეტაძის კანდიდატურის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დამტკიცების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. პარლამენტარი ნინო გვენეტაძეს პრინციპულ, კვალიფიციურ, გამოცდილ და პატიოსან ადამიანად ახასიათებს.  

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ამ გადაწყვეტილებას სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა.

„ამით კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში უზრუნველვყოფთ, რომ მართლმსაჯულება იყოს სრულიად დამოუკიდებელი და ემსახუროს მხოლოდ ჩვენს ხალხს,” - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები