10 იანვარი 2026,   22:21
ვრცლად
გივი თარგამაძესთან თანამშრომლობის გამო შსს-ს ჩინოსნებზე პროკურატურამ საქმე აღძრა

მთავარმა პროკურატურამ შსს-ს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ პროკურატურამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო შსს გენერალური ინსპექციიდან მიღებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები.

„მასალების თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მუშაკები, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი საჭიროების გარეშე მოიპოვებდნენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცული კომპიუტერული ბაზიდან და შემდგომ ახდენდნენ  ამ ინფორმაციის უკანონოდ გავრცელებას,” - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობა.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ გივი თარგამაძისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო შსს-დან რუსლან ბაზიაშვილი და 8 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები