10 იანვარი 2026,   03:21
ვრცლად
"ფიფამ" მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის თარიღი დაასახელა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (ფიფა) ყატარში 2022 წელს გასამართი მუნდიალის დასრულების თარიღი დაამტკიცა.

მსოფლიოს რიგით 22-ე ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება. 

18 დეკემბერს ყატარის ეროვნული დღესასწაულია და "ფიფას" პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის განცხადებით, ეს დღე ტურნირს კარგად შეეწყობა.

ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში ჩატარება, ზაფხულში ამ ქვეყანაში აუტანელი სიცხეებით ახსნეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდება.  

 

 

დღის ამბები