"ქვეყანაში იწყება ახალი ეტაპი, ჩვენ შევცვლით მთავრობას, რომელმაც თითოეულ ოჯახში უბედურება შეიტანა," - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დავით ბაქრაძემ, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
დეპუტატი მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ახალი განვითარების ეტაპი იწყება.
"დღეს არის ჩვენი სიძლიერის დღე, როდესაც აქ ათეულობით ათასი ადამიანი დგას, ასეულობით ათასი ადამიანი სახლებიდან გვგულშემატკივროს, უცხოეთში ემიგრანტები აპროტესტებენ ქვეყნის უკუსვლას. დღეს არის დღე, როცა იწყება ახალი ეტაპი ამ ქვეყანაში. ჩემო ძვირფასებო, ისე ვიყავით 2 წელიწადზე მეტი ხელისუფლებაში, რომ მთავრობის გადადგომა არ მოგვითხოვია. საარჩევნო კამპანიიის დროს ჩვენი სლოგანი იყო "ვაკონტროლოთ მთავრობა და ვაიძულოთ აკეთოს საქმე", მაგრამ ახალა უკვე 2 წელზე მეტი გავიდა და ისინი კი არაფერს აკეთებენ. ამიტომ უკვე მოვითხოვთ, რომ გადადგეს მთავრობა, რომელმაც თითოეულ ოჯახში შეიტანა უბედურობა და უარესობა. გაჩერების პირასაა მაღაზიები, დახურვის წინაშეა ბაზრობები, გაუფასურდა ლარი, გაძვირდა პროდუქტი და წამლები. თქვენ ძალით კი არ მოსულხართ, თქვენ აქ გაჭირვების გამო მოხვედით," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.