საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი „რუსთავი2“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მომავალში გაგრძელდეს ურთიერთობა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, მათ შორის ნდობა დაიკარგა.
"როდესაც ორ უწყებას შორის კომუნიკაცია საჯარო ხდება, ელემენტარული ეთიკის ნორმები და კოლეგიალურობის ფორმა უნდა იყოს დაცული. როცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ასაჯაროებს მიმოწერას, ჩვენც შეგვეკითხოს აზრი ამის შესახებ და ელემენტარულად ჩაგვაყენოს საქმის კურსში, რომ ასეთ რამეს აპირებს. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩვენ მომავალში გავაგრძელოთ ურთიერთობა, როცა ნდობა დაიკარგა", - განაცხადა ზალკალიანმა.