14 იანვარი 2026,   13:00
ვრცლად
ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, მამუკა ცაავას, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ვაკის გამგებლის მოადგილე მამუკა ცაავა ქრთამის აღების ფაქტზე 19 მარტს დააკავეს. მან მოქალაქისგან სამსახურში მოწყობის სანაცვლოდ 3000 ევრო აიღო.

წინა სასამართლო სხდომა 5 მაისს დაინიშნა.

დღის ამბები