რუსული და უკრაინული მედია ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის დაღუპვის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
სააგენტოების ცნობით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის შვილი და მისი 5 მეგობარი ბაიკალის ტბაზე იმყოფებოდნენ, როდესაც მათი ავტომობილი ყინულიდან გადაცურდა და ტბაში ჩაიძირა.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ინციდენტს, იანუკოვიჩის გარდა, ყველა გადაურჩა.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ”იტარ-ტასი,” სააგენტოს ცნობით, ბაიკალის სამაშველო სამსახურმა ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის გარდაცვალება უარყო. მაშველების თქმით, 20 მარტს მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის იანუკოვიჩის გვარით არავინ ყოფილა.