საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული ”მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. ქართული ქვედანაყოფი მისიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას უკვე სრული მასშტაბით დაიწყებს.
ასეულის მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონია ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის შტაბში გაიმართა.