28 დეკემბერი 2025,   23:43
ვრცლად
ყაჩაღობის სამი ფაქტი ბათუმში - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მან ბათუმში მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების ცნობით, იმავე დღეს მოქალაქემ ბათუმში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს ბათუმში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები