15 იანვარი 2026,   07:56
ვრცლად
კუბლაშვილი: წულუკიანმა ვერ ისწავლა, როგორ ესაუბროს სასამართლო სისტემას

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრს მოსამართლეებზე ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მან ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, თუ როგორ უნდა ესაუბროს სასამართლო სისტემას.

კონსტანტინე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც თეა წულუკიანმა გადაცემა „არჩევანის“ სტუდიაში გუშინ გააკეთა. იუსტიციის მინისტრს იმედი აქვს, რომ კუბლაშვილის ხელმძღვანელობის დასრულების შემდეგ სასამართლო სისტემას კომპეტენტური ხელმძღვანელი ეყოლება, ხოლო მოსამართლეები, რომელთანაც დღეს ოპოზიციას პრეტენზიები აქვს, კუბლაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არიან დანიშნული.

წულუკიანის შენიშვნის საპასუხოდ, რომელიც მან მოსამართლეთა არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით გააკეთა, კუბლაშვილი აცხადებს, რომ იურისტის კვალიფიკაციის არმქონე პირს ასეთი შეფასების უფლება არ აქვს.

„კომპეტენტურობას რაც შეხება, ძალიან კარგად გამოჩნდა იმ საქმეებში, რომელიც განიხილეს ჩვენმა მოსამართლეებმა და არა მგონია, რომ არაიურისტმა ადამიანებმა შეძლონ მოსამართლის კომპეტენციის შეფასება. მის მიერ განხორციელებული ე.წ. რეფორმის ერთადერთი ძირითადი მიზანი არის მისთვის არასასურველი მოსამართლეების მოცილება. ეს არის პირდაპირი ზეწოლა მოსამართლეებზე და როგორც ჩანს, 2013 წლის შემდეგ მან კიდევ ვერ ისწავლა როგორ უნდა ესაუბროს სასამართლო სისტემას,“- განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

გუშინ, 14 ოქტომბერს თეა წულუკიანმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის 2015 წლის მარტს, როცა კოტე კუბლაშვილი დაასრულებს თავის კარიერას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები