15 იანვარი 2026,   19:07
ვრცლად
"თავისუფალი თაობა" "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმებას ითხოვს

„აიკრძალოს ნაციონალური მოძრაობა“, - ამ შინაარსის პლაკატებით ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი თაობა" „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ხმაურიან აქციას მართავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შემურაცხმყოფელი შეძახილებითა და ყვირილით მიმართავენ პარტიის წევრებს, რომელთან ერთად იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წარმოამდგენლებიც.

„თავისუფალმა თაობამ“  აქციაზე ცოცხები, ყვავილები და გვირგვინები მიიტანა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ხმაურიანი აქციის დეტალები ნახეთ კურიერში 15:00 საათზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები