სახელმწიფო ინსტიტუტებმა საზოგადოების ნდობა დაკარგეს - ასეთია IRI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც "რუსთავი2-ს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
ყველაზე დიდი ნდობა საზოგადოებას ქართული ჯარის მიმართ აქვს. მას გამოკითხულთა 87% ენდობა. ქართულ ჯარს 61%-ით განათლების სისტემა მოჰყვება.
პრეზიდენტის ინსტიტუტი 51%-იანი მხარდაჭერით მესამე პოზიციას იკავებს. მას 49%-ით პარლამენტი მოსდევს.
მინისტრთა კაბინეტს და მთავარ პროკურატურას მეხუთე და მეექვსე პოზიცია აქვთ. მათ სასამართლო მოსდევს. ბოლო, მე-8 პოზიცია კი პოლიციას უკავია.