მორიგი ინციდენტი ციხეში! 21-ი წლის ჯემალ ქუთათელაძის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც სასჯელს რუსთავის მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდა სასტიკად ნაცემია. მისივე თქმით, მსჯავრებულს სერიოზული დაზიანებები თავისა და კიდურების არეში აქვს მიყენებული. ადვიოკატი ამბობს, რომ ქუთათელაძე სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში გადაყვანის დროს, ჯერ კიდევ რუსთავის ციხეში ბადრაგებმა სცემეს. პატიმრის ოჯახი ვიდეო-თვალის ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვს. მათ სახალხო დამცველის აპარატს უკვე მიმართეს. პატიმრის ცემის ფაქტს არ ადასტურებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ ჯემალ ქუთათელაძემ დაწესებულების შეცვლის დროს ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია რა დროსაც უმნიშვნელო დაზიანებები მიიღო.