13 იანვარი 2026,   15:42
ვრცლად
რას ფიქრობს საზოგადოება - რომელი პარტია მოაგვარებს მათ პრობლემებს?

IRI-ის  დაკვეთით მომზადებული კვლევის შედეგები კონფიდენციალურმა წყარონ ტოქშოუ "არჩევანს" ექსკლუზიურად მიაწოდა. 

კითხვაზე, რომელი პოლიტიკურ პარტია მოაგვარებს თქვენს პრობლემებს, მოქალაქეთა 24% ფიქრობს, რომ ქართული ოცნება შეძლებს ამას. გამოკითხულთა 10% ფიქრობს, რომ მათ პრობლემებს ნაციონალური მოძრაობა მოაგვარებს. 20% კი მიაჩნია, რომ მათ პრობლემებს ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ მოაგვარებს. 

გამოკითხულ მოქალაქეთა 2%-იანი ნდობა პრობლემების მოგვარების კუთხით ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვა. ესენია: თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტული პარტია, გაერთიანებული დემოკრატები და პატრიოტთა ალიანსი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები