მოსახლეობას ყველაზე მეტად ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწონს.
ასეთია IRI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც "რუსთავი2-ს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
ჯანდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი გამოკითხულთა 62%-ის კეთილგანწყობით სარგებლობენ.
პირველი და მეორე ადგილების მსგავსად, ორმა პოლიტიკოსმა გადაინაწილა მესამე და მეოთხე ადგილი. ამ პოზიციაზე 57%-იანი შედეგებით თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არიან.
კეთილგანწყობით სარგებლობს პრემიერ-მინისტრიც. მან კვლევის შედეგებით მეხუთე ადგილი დაიკავა. მას მოჰყვება დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. ბოლო ორ ადგილს კი ორი ქალბატონი ინაწილებს - ირმა ინაშვილი და ნინო ბურჯანაძე.