მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება გაუარესდა. ასეთია IRI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც "რუსთავი2-ს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
ბოლო ორ თვეში ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე დასმულ კითხვაზე, მოსახლეობის 62% ეკონომიკურ მდგომარეობას გაუარესებულად ასახელებს. 7% - შედარებით გაუმჯობესებულად, ხოლო 29% ფიქრობს, რომ არაფერი არ შეცვლილა.