მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა. ასეთია IRI-ის დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც "რუსთავი2-ს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
კითხვაზე, როგორია კრიმინოგენული ვითარება, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ გაუარესებულია. 11% ფიქრობს, რომ გაუმჯობესებულია. ხოლო 25% ფიქრობს, რომ არაფერი არ შეცვლილა.