15 იანვარი 2026,   01:15
ვრცლად
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ტექსტი

შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის გატარება; თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის ფორმირება; ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა და საერთო კულტურული და ჰუმანიტარული სივრცის შენარჩუნება, - ეს არის ის მთავარი პრინციპები, რაზეც  რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი დოკუმენტი არის აგებული.  

დოკუმენტი იწყება იმით, რომ  „მხარეები თანამშრომლობის, ინტეგრაციისა და პარტნიორობის ახალი დონის მისაღწევად, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებზე, აგრძელებენ ორმხირივი და კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარებას“.  

 შემდეგ უკვე საუბარია იმაზე, თუ რა პრინციპებს ეყრდნობა ეს დოკუმენტი.

ამასთან, დოკუმენტში ისიც არის აღნიშნული, რომ რუსეთი  „ყველანაირად შეუწყობს  ხელს აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას“ და  „საერთაშორისო ორგანიზაციებსა და გაერთიანებებში აფხაზეთის შესვლის წინაპირობებს შექმნის“.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სამხედრო კომპონენტთან დაკავშირებულ საკითხებსაც, რაც გულისხმობს ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას და ვალდებულებას, რომ

„შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ“.

ამასთან, პროექტში ისიც არის ხაზგასმული, რომ  „საქართველოსთან საზღვარზე კონტროლი  ეტაპობრივად უნდა გამკაცრდეს,“ რუსეთთან კი „ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას“.

ასევე, შეთანხმება თანამშრომლობის ახალ დონეს ითვალისწინებს საბაჟო, ეკონომიკურ, სოციალურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

 

დოკუმენტის ორიგინალის ნახვა შესაძლებელია ამ მისამართზე: 

http://apsnypress.info/docs/13258.html  

დღის ამბები