09 იანვარი 2026,   11:30
ვრცლად
საქართველოში ტურისტების შემოსვლა მარტივდება, - ბერუჩაშვილის პირველი კომენტარი

სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით კომენტარი დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.

თამარ ბერუჩაშვილის თქმით, დაწყებული პროცესი ინვესტიციების გაზრდასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მინისტრის განცხადებით, იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ ჰყავს, ვიზები სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით, სპეციალური ხელშეკრულებების საფუძველზე გაიცემა.

"ჩვენ საუკეთესო პრაქტიკა გავითვალისწინეთ. იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ქონებას ფლობენ, ექნებათ საშუალება, მიიღონ ვიზა," - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. 

დღის ამბები