გერმანიის პარლამენტმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. "ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება" ამ ქვეყნებისთვის ახალ ეტაპზე გადასვლაა.
ასოცირების შეთანხმება საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან გასული წლის ივნისში გააფორმეს. ხელშეკრულების ძალაში შესვლისთვის საჭიროა მისი რატიფიცირება ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ მოახდინოს.
დოკუმენტს გერმანელ კანონმდებელთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.