11 იანვარი 2026,   13:48
ვრცლად
ესპანეთის პროკურატურა "ბარსელონის" პრეზიდენტების წინააღმდეგ

ესპანეთის პროკურატურა აგრძელებს საქმის გამოძიებას „ბარსელონის” მენეჯერების მიერ გადასახადების დამალვის ფაქტზე.

პროკურორმა „ბარსას” ყოფილი პრეზიდენტისთვის სანდრო როსელისთვის 7-წლიანი ციხე მოითხოვა, ხოლო ამჟამინდელი პრეზიდენტის, ხოსე მარია ბარტომეუსთვის - 2 წელი და 3 თვე. ესპანეთის პროკურატურა ასევე მოითხოვს საფეხბურთო კლუბ „ბარსელონის” 22 მილიონი ევროთი დაჯარიმებას.

ჯერჯერობით უცნობია, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ბრალი ედება ნეიმარის ტრანსფერის დროს ფინანსური მაქინაციების განხორციელებაში, რის გამოც კლუბს მიმდინარე სეზონში ტრანსფერის განხორციელების უფლება ჩამოართვეს. ესპანეთის პროკურატურამ რამდენიმე ფინანსური დარღვევა აღმოუჩინა კატალონიურ კლუბს.

დღის ამბები