15 იანვარი 2026,   18:06
ვრცლად
კრიზისების მართვის საბჭოს რუსეთ-აფხაზეთს შორის გასაფორმებელი დოკუმენტის საკითხი გუშინ განუხილავს

პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებულმა ორგანომ რუსეთ-აფხაზეთის ახალი დოკუმენტის საკითხი გუშინ განიხილა. თუმცა, განხილვის შედეგი უცნობია.  

პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის ინფორმაციით.  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, სხვა თემებთან ერთად, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს.

"საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტზე და ხელისუფლების მხრიდან რეაგირების მექანიზმებზე. სხდომის შემდეგ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც შეთანხმებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან," -აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები