რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ლარი კვირის ბოლოს მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბანკთაშორის გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6736 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6794 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0058 ლარი შეადგინა.
1 ევრო კი 3.0415 ლარი ღირს მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.0556 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0141 ლარი შეადგინა.