NATO-ში საქართველოს ახალი ელჩი ჰყავს. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, NATO-ში საქართველოს ინტერესებს ალექსანდრე მაისურაძე დაიცავს.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი უფლებამოსილების შესრულებას 2015 წლის 1 მაისიდან შეუდგება.
ალექსანდრე მაისურაძის კანდიდატურა პრეზიდენტს მთავრობამ წარუდგინა.
ალექსანდრე მაისურაძე დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე 1998 წლიდან მუშაობს; მათ შორის 2012 წლის თებერვლიდან დღემდე ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ.
ალექსანდრე მაისურაძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. იგი თავისუფლად ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.
ნატოში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობა 2015 წლის 26 იანვრიდან ვაკანტურია. ეს თანამდებობა ლევან დოლიძემ დატოვა.