ვაკეში, მარაბდის ქუჩაზე, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს უცნობი პირი სახლის სადარბაზოში შეჰყვა და თავში ესროლა.
შემთხვევას ადასტურებს მისი ადვოკატი.
ამ დროისთვის ბესიკ ხარძიანი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბიზნესმენს ტყვიები თავსა და ფეხებში აქვს მოხვედრილი.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.