მოტოციკლი, რომლითაც სავარაუდოდ ხარძიანის მკვლელი მოძრაობდა, კეკელიძის ქუჩაზე იპოვეს.
მოტოციკლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ავტოფარეხთან აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ტერიტორია შემოსაზღვრულია და ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ჟურნალისტებისთვის მკვლელობის კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი.
როგორც მოკლულის მეზობლები ამბობენ, ბესო ხარძიანის შვილმა მარაბდის ქუჩაზე, სახლთან ორი დღის განმავლობაში მოთვალთვალე პირი შენიშნა. ცოტა ხნის წინ ხარძიანის შვილი შემთხვევის ადგილიდან პროკურატურაში წავიდა, სადაც, სავარაუდოდ, აღნიშნულის შესახებ დაკითხავენ.
ახლობლების ინფორმაციით, ჯერჯერობით იმ პირის ვინაობა, ვინც ხარძიანს ესროლა, დადგენილი არ არის.
არსებული ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანს რამდენიმე საათის წინ საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან მოტოციკლისტმა, ნიღბიანმა პირმა ესროლა. ის მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფიში მიყვანისას, ოპერაციის გაკეთებამდე გარდაიცვალა.