03 იანვარი 2026,   12:43
ვრცლად
სპეცოპერაცია ფონიჭალაში - ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული 

სპეცოპერაცია ფონიჭალაში. ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმელები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სახლში სადაც სამართალდამცველები შევიდნენ დედა ორ ბიჭთან ერთად ცხოვრობს. 

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ნარკოტიკის რეალიზებას ეხება. 

ადგილობრივების განცხადებით, ერთ-ერთი მამაკაცი წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის არის ნასამართლევი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

დღის ამბები