10 იანვარი 2026,   08:46
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ქვორუმი შემცირდება

საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ქვორუმი შემცირდება.

ამის შესახებ დღეს საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი. სამუშაო ჯგუფებს გააქტიურებისკენ პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა.

შეხვედრაზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ძირითადად მაჟორიტარული სისტემის რეგიონულ-პროპორციულით ჩანაცვლება განიხილებოდა. თუმცა, სხდომაზე ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების ქვორუმის შემცირებაზეც მსჯელობდნენ.

ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებების განხორციელება სავარაუდოდ 2011 წლის ცვლილებამდე არსებულ რეგულაციას დაუბრუნდება და კონსტიტუციური კანონის მისაღებად 3/4 ის ნაცვლად, სრული შემადგენლობის 2/3 იქნება საჭირო.

ამავე თემაზე
დღის ამბები