11 იანვარი 2026,   01:40
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაცია საზოგადოებას ხარძიანის მკვლელობის საქმეზე დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან თავის შეკავებას ურჩევს

საქართველოს მთავრობა ბესო ხარძიანის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვმს და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს, - განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"ხარძიანის საქმის გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დამნაშავის დადგენა და დასჯა. გაისმა ბრალდებები მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ. გვინდა მოვუწოდოთ ყველას, ბრალდების შემთხვევაში წარმოადგინონ კონკრეტული დოკუმენტური დასაბუთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბრალდებები ჩაითვლება საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად," - აღნიშნულია განცხადებაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებების მოსმენა იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარ პრიორიტეტს სამართლიანობის აღდგენა წარმოადგენს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები