11 იანვარი 2026,   01:39
ვრცლად
დავით საყვარელიძე უკრაინის პროკურატურის რეფორმირებაზე ჰყვება

კორუფციასთან ბრძოლის საკითხს სავიკ შუსტერის გადაცემაში განიხილავდნენ. ტოქშოუში მონაწილეობა მიიღო უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ, რომელმაც ვრცლად ილაპარაკა უკრაინის პროკურატურაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და სამომავლო გეგმებზე. გადაცემის მსვლელობისას დავით საყვარელიძის მოსაზრებებს მაყურებლის 99-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

"მოდით, გავაცალკეოთ ხალხის ძალაუფლება ფულის ძალაუფლებისგან. საჭიროა, ბოლოს და ბოლოს, შეიქმას სწორი სახელმწიფო სისტემა და ინსტიტუტები, რომლებიც არ მოექცევიან ოლიგარქების ზეგავლენის ქვეშ. ამისთვის ახალი ცალკეული კანონები საჭირო არ არის. აუცილებელია სწორი სამართალდამცველი ინსტიტუტები და მუდმივი რეფორმები სხვადასხვა უწყებაში, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო სამსახურში, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების სამსახურში, იმისთვის, რომ არ არსებობდეს რაღაც დაუწერელი კანონები. მსგავსი გამოცდილება უნდა შეიცვალოს. ჩვენ სამსახურებში უნდა მივიღოთ შესაძლოა გამოუცდელი, მაგრამ ენთუზიაზმით სავსე და უკომპრომისო ადამიანები, რომლებიც ოლიგარქიის წინააღმდეგ იბრძოლებენ. ჩემთვის წარმატების მთავარი ინდიკატორი იქნება ის, თუ ჩვენ გვეყოლება ისეთი პროკურორები, რომლებიც არ მოექცევიან ზეგავლენის ქვეშ, იქნება ეს პოლიტიკური წრეებიდან თუ ოლიგარქების მხრიდან," - განაცხადა დავით საყვარელიძემ. 

დღის ამბები