12 იანვარი 2026,   17:10
ვრცლად
18 წლამდე ქართველმა მორაგბეებმა მეოთხედფინალში ირლანდიის ნაკრები დაამარცხეს

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა ირლანდიელი თანატოლები დაამარცხეს. ისინი ტურნირის ნახევარფინალში გადავიდნენ.

მატჩის ძირითადი დროში შეხვედრა 8:8 დასრულდა. ამის შემდეგ ჯარიმების დუელი დაინიშნა, რომელშიც თითოეულ გუნდს რიგრიგობით 5-5 საჯარიმო უნდა დაერტყათ. საჯარიმო დარტყმებით 3:1 სძლიეს ქართველმა მორაგბეებმა ირლანდიელებს.

ნახევარფინალში "ბორჯღალოსნები" იტალიის ნაკრებს 31 მარტს დაუპირისპირდებიან.

დღის ამბები