12 იანვარი 2026,   02:55
ვრცლად
საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები ავარიაში მოყვნენ

უნგრეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელები: ვანგელის მორასი, პანაიოტის ტასციდისი და იანის ფეტფაციდისი ავტოავარიაში მოყვნენ. 

ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტპის მატჩის შემდეგ ბერძენი ფეხბურთელები აეროპორტში ტაქსით მიდოდნენ, რა დროსაც ისინი ავარიაში მოყვნენ. 

ავარიის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ფეხბურთელები კი უმნიშვნელოდ დაშავდნენ.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთისა და საბერძნეთის ნაკრებთა შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. 

დღის ამბები