10 იანვარი 2026,   04:35
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ალასანიას საფრანგეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაზე საუბარს არ ურჩევს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემაზე საუბრისგან თავის შეკავებას ურჩევს.

თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ამ საკითხზე სპეციალური განცხადება გააკეთა. 

"რაც უფრო ბევრს ილაპარაკებენ ბატონი ალასანია და მისი პარტიის წევრები ამ საკითხზე, უფრო მეტი ზიანი მიადგება ჩვენს ქვეყანას. პროცესი მიმდინარეობს წარმატებით, ამაზე მეტს ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც ამ საკითხზე ღიად ლაპარაკობს, მე სხვა პასუხიმგებლობა მაქვს და შესაბამისად, დეტალებზე ვერ მოგიყვებით, ყველა ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, იდგმება," - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ თავისუფალმა დემოკრატებმა ე.წ. კაბელების საქმესა და საფრანგეთში საქართველოსა და საფრანგეთს შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე მომზადებული ფილმი გაავრცელეს

ფილმში სახელწოდებით "ცუდად მიცნობენ" თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი დემოკრატების ლიდერი დეტალურად ყვება და იხსენებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესყიდვაზე დოკუმენტის ხელმოწერის წინ მასთან მინდია ჯანელიძის სატელეფონო საუბარს.

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები