02 იანვარი 2026,   13:14
ვრცლად
სპეცოპერაცია გორში და დაკავებული - სამართალდამცველები ერთდროულად ორ სახლს ჩხრეკენ 

სპეცოპერაცია გორში - სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა -შენახვა-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.Image may contain: one or more people and people standing 

სპეცოპერაცია ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჩატარდა. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი, ასევე პოლიცია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1981 წელს დაბადებული მამაკაცი. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, დაკავების ადგილისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ფული და სეიფში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

Image may contain: car and outdoor

სპეცოპერაცია ჩატარდა ამავე ქუჩაზე მდებარე მეორე საცხოვრებელ სახლშიც. ამ შემთხვევაში სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. ამოღებულ იქნა ნივთმტკიცებულებები.

 

დღის ამბები