13 იანვარი 2026,   21:09
ვრცლად
„ვერ მეტყვით ვერც ერთ ფაქტს, სადაც ჩადენილი დანაშაულის გამო სამართალდამცველს ხელი დავაფარეთ,” - შს მინისტრი

"ვერ მეტყვით ვერც ერთ ფაქტს, სადაც ჩადენილი დანაშაულის გამო სამართალდამცველს ხელი დავაფარეთ," - ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა, რომელშიც სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეა ლაპარაკი.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ყველა საქმე, რომელშიც პოლიციელის დანაშაული იკვეთება, პროკურატურაში იგზავნება.

"როცა ხდება გადაცდომა პოლიციელების მხრიდან, საქმეს პროკურატურას გადავცემთ და ის იძიებს ხოლმე. ვერც ერთ ფაქტს ვერ მეტყვით, რომ ან ხელი დავაფარეთ ვინმეს, ან პროკურატურას არ გადავუგზავნეთ მასალები. არის საქმეები, რომლებზეც გამოძიება ახლა მიმდინარეობს და თუ ამ საქმეებთან დაკავშირებით ფიქრობენ, რომ ვინმეს ხელი დავაფარეთ, ამ შემთხვევაში, აღნიშნულ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები