შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი IRI-ის კვლევის შედეგებზე პოლიციის რეიტინგთან დაკავშირებით გააკეთა და აღნიშნა, რომ მაჩვენებელი ნორმალურია.
"პოლიციის რეიტინგი ნორმალურია. კრიმინალის გაზრდა არ დადასტურებულა. ასე რომ, რაიმე განსხვავებული შედეგი არ ჰქონია IRI-ის," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.