იური ვაზაგაშვილის საქმეზე დაკავებული გია სოსანაშვილის სასამართლო პროცესი 28 მაისისთვის გადაიდო.
სასამართლო ხვალისთვის იყო დანიშნული, მაგრამ, როგორც სოსანაშვილის ადვოკატი აცხადებს, წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.
"პროკურატურამ, მისი უნიათობიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა საქმის სრულყოფილი გამოძიება და პროცესი გადადო," - აღნიშნა ადვოკატმა.