პრეზიდენტ მარგველაშვილის შეფასებასთან დაკავშირებით, რომ მას გომელაურის პოლიტიკური ალღო მოსწონს, ვინაიდან 21 მარტს ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციის ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება უზრუნველყო, შს მინისტრმა შეფასებისთვის ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა პრეზიდენტს. მე ვფიქრობ, რომ 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით მან სწორი შეფასება გააკეთა," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.