14 იანვარი 2026,   03:17
ვრცლად
"განვუმარტავთ საზოგადოებას, რომ ბაჩო ახალაია პატიმრობაში რჩება,"- პროკურატურის განცხადება

ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოუხსნა, აღნიშნულ საკითხზე კი რამდენიმე წუთის წინ საგამოძიებო ორგანოს განცხადება გაავრცელა. 

"გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ მიუხედავად ამ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებისა, ბაჩანა ახალაია რჩება პატიმრობაში, რადგან იგი მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და იხდის საპატიმრო სასჯელს. მას თავისუფლების აღკვეთა მისჯილი აქვს ე.წ. ”ნავთლუღის სპეცოპერაციის” საქმეზე 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით. აღნიშნულ საქმეზე ბაჩანა ახალაიას ბრალი დაედო ორ ეპიზოდში: ციხეში პატიმართა წამებასა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული პირებისათვის, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კომფორტული პირობების შექმნაში. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბაჩანა ახალაიას საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით," - წერია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები