15 იანვარი 2026,   10:13
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტი საქართველოს მხარდაჭერასაც ითვალისწინებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი 18 სექტემბერს უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერ აქტს განიხილავს. დოკუმენტი აწესებს სანქციებს რუსეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და ფინანსური სექტორის მიმართ. ასევე ზრდის სამხედრო და არასამხედრო მხარდაჭერას უკრაინისათვის. დოკუმენტში საუბარია სენატში ნატოს წევრობის გარეშე მოლდოვის, უკრაინისა და სქართველოსთვის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭების საკითხსა და ამ ქვეყნების მხარდაჭერაზე.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში მომზადებული დადგენილების მიხედვით 50 მილიონი დოლარი უნდა გამოიყოს 2015 წლისთვის უკრაინის ენერგო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში ყოფილო საბჭოთა ქვეყნებში რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ 10 მილიონი დოლარის გამოყოფას.

შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ უკვე მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. 4 გვერდიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინელი ხალხის უფლებას თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი სხვა ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების ჩათვლით.

დღის ამბები