16 იანვარი 2026,   09:49
ვრცლად
ვაზიანში 80 სამხედრო მოსამსახურე მოიწამლა

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვაზიანში 80 სამხედრო მოსამსახურეა მოწამლული.

მოწამვლის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. უცნობია ისიც, თუ როგორია მოწამლული სამხედროების მდგომარეობა და გადაიყვანეს თუ არა ისინი სამედიცინო დაწესებულებაში. 

არსებული ინფორმაციით, უკვე დაიწყო მომხდარი ფაქტის კვლევა. ბაზაზე იმყოფებიან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები. 

თუმცა რუსთავი 2-თან საუბრისას ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებმა არსებული ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს. 

დამატებითი დეტალები "კურიერში" 15:00 საათზე. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები